logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გილოცავთ! კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა
- +

7 მარტი. 2016. 17:04


მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირდება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. როგორც ბრეგაძე „რეპორტიორთან" აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღეს და ცოტა ხანში ცნობილიც გახდება:


მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა, მინდა, ცალსახად დავადასტურო, რომ არც თანამდებობა და არც სხვა რამ არ ღირს იმად, რომ შენს ეროვნულ პრინციპებზე უარი თქვა. დიახ, ჩვენს მიერ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიდა. ჩვენ დავდეთ შედეგი, ჩვენ გავიმარჯვეთ - კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამით შეიქმნება კონსტიტუციური ფარი, რათა ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდეს და ჩვენი შვილები გადარჩნენ ამ საშინელების დაკანონებას. გილოცავთ!!!

 

ეს პირველი ეროვნული გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენი ანუ ქართველი ერის ურყევი ნების შესაბამისად იქნება მიღებული.

 

ხლა სურთ წარმოაჩინონ, ვითომ არ იყო დიდი წინააღმდეგობები, მაგრამ ამგვარი ზეწოლა, რაც ამ საკითხის გადაწყვეტისას იყო, მგონი, არც არასოდეს ყოფილა. ზეწოლა იყო როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისევე ქვეყნის გარედან!

 

მე რომ ჩემს პოსტზე დავრჩენილიყავი, მაშინ ეს საკითხი სე სწრაფად არ გადაწყდებოდა. იმისათვის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მობინადრე ანტიქრისტიანულ და ანტიეროვნულ ძალებს ყურადღება მოედუნებინათ, საჭირო იყო, დაენახათ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის ინციატორი თანამდებობიდან წავიდა და ამით მათთვის საფრთხე აღმოიფხვრა.

 

ჭირსაც წაუღია ყველა თანამდებობა, მაშინ როდესაც საქმე ჩვენი შვილების მომავალს ეხება. ამ გამარჯვების ბედნიერებას არაფერი შეედრება.1992 წლის შემდგომ ეროვნული ძალების ყველა გადაწყვეტილება იბლოკებოდა, ეს პირველი გამარჯვებაა 24 წლის შემდგომ, როდესაც ეროვნულმა ძალამ თავისი გაიტანა!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner