logo_geo
eng_logo
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო
- +

16 იანვარი. 2022. 23:15

 

 

„მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია“, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

„ეს არის ისტორიული გამარჯვება, ვინაიდან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მოიგო მსოფლიო თასის გათამაშება. მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო“, - ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner