logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელიამ დედას „იმედის“ ეთერიდან მიმართა
- +

17 იანვარი. 2022. 00:23

 

 

„დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - ამის შესახებ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნოეს შოუში“ განაცხადა.

 

მან ეთერიდან დედას მიმართა და თქვა, რომ ძალიან უყვარს და უდიდეს პატივს სცემს.

 

„ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რომელსაც ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. იყო ფინანსური პრობლემებიც. ცუდი დრო მაქვს ნანახი და ამან მოტივაცია მომცა. მინდოდა ჩემს ოჯახს ის ჰქონოდა, რაც სხვებს. ჩემი ოჯახის წევრები ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ. ვარჯიშზე ყოველთვის დედას დავყავდი. მამა მაგ დროს მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა. დედაჩემმა ჩემ კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner