აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
„შტორმისა და დიდთოვლობის გათვალისწინებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს ბათუმის სანაპირო ზოლისა და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები“, - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.