საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.
„სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.
ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს. შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო.