logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე
- +

17 იანვარი. 2022. 02:45

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

 

„ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე. ის ფაქტი, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი გზის არჩევის უფლება აქვს, ცენტრალური პრინციპია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება რუსეთმა უნდა განმუხტოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner