logo_geo
eng_logo
ვალერი ხაბურძანია: ერთი სტუდენტი განსაკუთრებით მომეწონა- ეს სტუდენტი ლევან იზორია იყო
- +

3 აგვისტო. 2016. 15:57


ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია.


,,ვიხსენებ, 1990 თუ 91 წელია და კარგი კაცის და პედაგოგის, ელდარ ახვლედიანის ნაცვლად შევედი სემინარზე პირველ კურსზე, მერე რამდენჯერმე მომიწია ამ ჯგუფის სემინარის წაყვანა. ერთი სტუდენტი განსაკუთრებით მომეწონა და ბატონ ელდარს ვუთხარი ამის შესახებ, ბატონმა ელდარმა ალღო შემიქო და დამიდასტურა, რომ მასაც ძალიან მოსწონდა ის ყმაწვილი, ეს სტუდენტი ლევან იზორია იყო.

P.შ. არა მგონია ამ "აღსარებით" ლევანის კარიერას რაიმე ზიანი მივაყენე, მაგრამ ზოგიერთი ყოფილი მინისტრის განცხადება, უშიშროების კადრების თავდაცვაში გადაყვანის ცუდ ტენდენციაზე, მე მაინც სამსახურის დაკარგვის დანანებით გაბრაზებული ადამიანის შეცდომა მგონია", - წერს ხაბურძანია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner