logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქვემო ქართლსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა - ამოღებულია 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- +

17 იანვარი. 2022. 11:04

 

პოლიციამ ქვემო ქართლსა და აჭარაში წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავა. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: „ჰეროინის“, „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6

ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner