logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ ვართ ასპირანტი ქვეყანა, რომელიც მივისწრაფვით ნატოს წევრობისკენ და გვსურს, ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დადგეს
- +

17 იანვარი. 2022. 11:38

 

„ჩვენ ვართ ასპირანტი ქვეყანა, რომელიც მივისწრაფვით წევრობისკენ და ჩვენ გვსურს, ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დადგეს,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერ,ა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მან ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას განხორციელებული შეხვედრები შეაფასა.

 

მისი თქმით, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული საქართველოს გარეშე.

 

„ჩვენი პოზიცია მათთვის ცნობილია. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია სრულ თანხვედრაშია მათ პოზიციასთან და ასევე, ვითვალისწინებთ იმას, თუ რა წინაპირობებით გამოდის რუსეთის ფედერაცია. არანაირი გადახედვა, უკანდახევა ჩვენს პოზიციებში არ იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმების პროცესს, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი საბოლოო წევრობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ჩვენს ხელთაა. ასევე, ჩვენ ვეხმარებით ნატოელ პარტნიორებს, იმისთვის, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდეს.

 

მადრიდის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგია. უკვე ჩვენი მონაწილეობა არის გზავნილი რუსეთის ფედერაციისა და რა თქმა უნდა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვართ ასპირანტი ქვეყანა, რომელიც მივისწრაფვით წევრობისკენ და ჩვენ გვსურს, ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დადგეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner