„ამიერიდან არჩევანი პრეზიდენტზეა. პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს არჩევანი, დაუპირისპირდეს საკუთარ ხალხს და შეასრულოს „ნაცების" დაკვეთა, თუ გაითვალისწინოს ქართველი ერის ნება", - ამის შესახებ პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" ოფიციალურად მოუწოდა პრეზიდენტს, რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი, რომელიც აკრძალავს ერთი სქესის პირთა ქორწინებას. „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა სერგო რატიანმა „რუსთავი 2"-ის ეთერში კატეგორიულად მოსთხოვა პრეზიდენტს, რომ ხელი არ მოაწეროს რეფერენდუმის დანიშვნას. საინტერესოა, დაყვება თუ არა პრეზიდენტი ნაცების მოთხოვნას? ამიერიდან არჩევანი პრეზიდენტზეა. პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს არჩევანი, დაუპირისპირდეს საკუთარ ხალხს და შეასრულოს „ნაცების" დაკვეთა, თუ გაითვალისწინოს ქართველი ერის ნება", - წერს ბრეგაძე.