„სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა მრავალმხრივ ფორმატში დისციპლინური კანონმდებლობის ფორმალურ კი არა (როგორც ამ სულ ბოლო ცვლილებებით მოხდა და ამასაც კი აპირებენ გაასაჩივრონ „ამხოხებულები“), არამედ რეალურ და მკაფიო გამკაცრებაზე, რომელიც ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისი იქნება და მკაცრად დაარეგულირებს მათი საქმიანობის ჩარჩო-სტანდარტებს და მოსამართლეებს არ მისცემს მოდუნების და ასევე, იმის საშუალებას, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილებმა გულგრილად მიუდგნენ თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებს“ - მოუწოდებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ხელისუფლებას.
როგორც ქადაგიძე Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში აღნიშნავს, საჭიროა დისციპლინური კანონმდებლობის რადიკალური რეფორმირება, მკაფიო რეგულაციები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას მოსამართლეებს აბუჩად აიგდონ მხარეები.
მისივე თქმით, როგორც ყველა სხვა სფეროს, ასევე, სასამართლოსაც უნდა ჰქონდეთ მისი საქმიანობის მკაფიო და ამავე დროს, ქმედითი რეგულაციური მექანიზმი ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ დადგენილი უნდა იყოს სამართლიანი „თამაშის წესები“, სადაც მოსამართლეებს და ასევე საქმეთა მხარეებსაც ეცოდინებათ თავიანთი უფლებების და მოვალეობების მკაცრი საზღვრების თაობაზე.
„ნაც. მოძრაობას სასამართლო დამონებული ჰყავდა რეპრესიებით, შანტაჟით და ყველა უკანონო მეთოდით. თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს მოსამართლეები არათუ არ დასაჯეთ, არამედ სისტემიდანაც კი არ გაუშვით, შეინარჩუნეთ, დააწინაურეთ, ხელფასები გაუორმაგეთ, საკანონმდებლო პრივილეგიები მიანიჭეთ და რაც მთავარია უვადოდ გადანიშნეთ. სწორედ ეს ჩაგითვალეს მათ „სისუსტედ“ და იმის მაგივრად, რომ თავჩახრილებს თავიანთი საქმე უჩუმრად ეკეთებინათ, აქეთ დაიწყეს „დივერსანტობა“, თავდასხმაზე გადმოსვლა და უკვე უტიფრად ყოფილი პატრონების პოლიტიკური ინტერესების გატარება სასამართლოში. ამიტომ, მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ ის ერთი უკიდურესობა იყო, რასაც ნაცები უკეთებდნენ სასამართლოს, თუმცა თქვენ უკვე მეორე უკიდურესიბაში გადავარდით და ელემენტარული დისციპლინური რეგულაციებიც კი არ გაამკაცრეთ, რაც უკვე უვადო მოსამართლეების პირობებში ისედაც უნდა მომხდარიყო და რაც, მოსამართლეებს აიძულებდა მხოლოდ თავიანთი სამოსამართლეო მოვალეობა ღირსეულად და დროულად შეესრულებინათ და წლობით არ გაჭიანურებულიყო საქმეთა განხილვები და ასევე წლობით არ ეცადათ მხარეებს მათი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ასევე ასევე არ მომხდარიყო სხვა მრავალი გადაცდომაც.
აგრეთვე უამრავი სხვა პრობლემაა, რაც ცალსახად უთითებს, რომ მოსამართლეები „გაზულუქდნენ“ და რადგან მაღალი ხელფასი აქვთ, უვადოდ არიან გადანიშნულები, მათ ჰგონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ და „ხელშეუხებლები“ არიან, რა ზერელადაც და აგდებულად არ უნდა მოეპყრან საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა მრავალმხრივ ფორმატში დისციპლინური კანონმდებლობის ფორმალურ კი არა (როგორც ამ სულ ბოლო ცვლილებებით მოხდა და ამასაც კი აპირებენ გაასაჩივრონ „ამხოხებულები“), არამედ რეალურ და მკაფიო გამკაცრებაზე, რომელიც ცხადია ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისი იქნება და მკაცრად დაარეგულირებს მათი საქმიანობის ჩარჩო-სტანდარტებს და მოსამართლეებს არ მისცემს მოდუნების და ასევე იმის საშუალებას, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილებმა გულგრილად მიუდგნენ თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებს. ამისთვის, მოიწვიეთ მრგვალი მაგიდა, სამუშაო შეხვედრები, ჩართეთ სხვადასხვა პროფილის იურისტები, ექსპერტები და რაც მთავარია, ამ სასამართლოს მიერ გატანჯული უბრალო მოქალაქეები. არავინ მოსამართლეთა რეპრესიებს არ ითხოვს.
უბრალოდ, სხვა ქვეყნების მსგავსად, საჭიროა მკაფიო რეგულაციები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას მოსამართლეებს აბუჩად აიგდონ მხარეები, წლობით ალოდინონ ჯერ საქმის ჩანიშვნაზე, მერე განხილვაზე და მერე კიდევ გადაწყვეტილებების დაწერაზე (3 სხვადასხვა ინსტანციაში) და ა.შ. (სხვა უამრავი პრობლემაცაა). როგორც ყველა სხვა სფეროს, ასევე სასამართლოსაც უნდა ჰქონდეთ მისი საქმიანობის მკაფიო და ამავე დროს, ქმედითი რეგულაციური მექანიზმი ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ დადგენილი უნდა იყოს სამართლიანი „თამაშის წესები“, სადაც მოსამართლეებს და ასევე საქმეთა მხარეებსაც ეცოდინებათ თავიანთი უფლებების და მოვალეობების მკაცრი საზღვრების თაობაზე. შესაბამისად, საჭიროა დისციპლინური კანონმდებლობის რადიკალური რეფორმირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება გადამწყვეტიც იყოს ამ რეფორმირებაში მთავარი საკითხი: ამჟამად მოსამართლეთა დისციპლინური რეაგირების მექანიზმი ძირითადად მათივე, კონკრეტულად კი, იუსტიციის საბჭოს და ვიღაც გაუგებარი დისციპლინური ინსპექტორის ხელშია.
მე შევედი მათ საიტზე და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ლმობიერი მიდგომები ფიქსირდება დამრღვევი მოსამართლეების მიმართ და ყველაზე ფორმალურ და მსუბუქ სანქციებს იყენებენ მათ მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ მკაცრ დასჯაზე და მით უმეტეს თანამდებობიდან გაშვებაზე. დისციპლინური დასჯის სისტემა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იგივე დასავლეთის ქვეყნებში და საკმაოდ ხშირია მოსამართლეების დათხოვნაც და სხვა საკმაოდ მკაცრი სასჯელების გამოყენებაც. აქ კი, როგორც ჩანს, კოლეგიალური (მათსავე ენაზე „კლანური) პრინციპი მოდის მოქმედებაში და სავარაუდოდ, ერთმანეთს ხელს აფარებენ. აქაც ეტყობა ძველი შეგონება, ცხადია გადატანითი მნიშვნელობით, „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“ მუშაობს. აბა სხვაგვარად წარმოუდგენელია სასამართლო სისტემა ისე გამართულად მუშაობდეს წლების განმავლობაში, რომ დარღვევები არ ჰქონდეთ მოსამართლეებს და თითქმის არავინ ან ფორმალურად დაისაჯოს. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს დისციპლინური რეაგირების ფუნქცია უნდა ჩამოერთვას მათ და იუსტიციის საბჭოს და უნდა შეიქმნას ცალკე ორგანო, რომელიც მათ დარღვევებს შეისწავლის, განიხილავს და ადეკვატურ სასჯელებსაც დროულად გამოიყენებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეტყობა, რომ მოსამართლეები ერთმანეთისთვის „ხელის დაფარების“ პოლიტიკას გააგრძელებენ სისტემის შიგნითვე და არხეინად იქნებიან. სხვაგვარად უკვე შეუძლებელია გაგრძელება და საკმაოდ მალე მოიშლება ყველა ნორმალური ქვეყნის არსებობის და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი - ხელისუფლების შტოთა ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების სისტემა და უკვე მიიღებთ სრულიად პოლიტიზირებულ და საზოგადოების ინტერესების მაიგნორილებელ, გაზულუქებულ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ცხადია, სწრაფადვე უკვე ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარების მთავარ შემაფერხებლად იქცევა. დანარჩენზე, ვის რა როლი აქვს ამ „ამბოხის“ სცენარში, ვინ უმაგრებთ ზურგს და რა დაინტერესება და კავშირები აქვთ შიგნით თუ გარეთ და ასევე როგორი „საინტერესო წარსული“ აქვთ, ამაზე საჭირო დროს ცხადია გაგრძელდება საუბარი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.