logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში რა უნდა თქვას ისეთი, რაც სასამართლოში ვერ თქვა
- +

17 იანვარი. 2022. 12:17

 

„რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის კომენტარს, თითქოს გათეთრებაში სასამართლომ გაამართლა და თაღლითობა ახალი ბრალდებაა, ეს არაა ახალი ბრალდება, ესაა სასამართლოს განაჩენი,“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

 

„ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში რა უნდა თქვას ისეთი, რაც სასამართლოში ვერ თქვა, ან რამ შეუშალა ხელი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის სარგებლობაში არსებულ ტვ პირველში გვითხრას?!

რას იტყვის, ბანკის "გადასარჩენად" 17 მილიონის მითვისება იყო აუცილებელი?

წინა პოსტში დავწერე ყველაფერი. იმედის დღევანდელ სიუჟეტშიც ითქვა:

▪️ბანკმა ასესხა ბიზნესმენს 17 მლნ კონკრეტული პირობებით და უზრუნველყოფით;

▪️ბიზნესმენმა იგივე თანხა, კონკრეტული პროცენტით და იპოთეკის უზრუნველყოფით, ასესხა ბანკის მმართველებს;

▪️შემდეგ ეს ფული ქრება, პასუხისმგებლობას ოფშორული კომპანია იბარებს, შემდეგ ეს კომპანიაც ქრება;

▪️ბიზნესმენს ბანკის მმართველებისგან თანხა არ მიუღია, არც მოუთხოვია, არც იპოთეკის აღსრულება მომხდარა;

▪️ბანკს ბიზნესმენისგან ვალი არ მიუღია, არც უზრუნველყოფა მოუთხოვია, უიმედოდ ჩათვალა და ვალი ჩამოაწერა;

▪️იმავე ბიზნესმენს 17 მილიონის ჩამოწერის მიუხედავად, კიდევ რამდენიმე სესხი მისცა.

აი ესაა მოკლე ანატომია. ასე იყო თუ არა, შენდეგ ინსტანციაში უნდა ამტკიცონ. ნებისმიერ მედიას სრული უფლება აქვს სასამართლო განჩინების საფუძველზე, მოქმედ პირთა, ანუ დამნაშავეთა ინტერვიუების გარეშე სიუჟეტი გააკეთოს.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის კომენტარს, თითქოს გათეთრებაში სასამართლომ გაამართლა და თაღლითობა ახალი ბრალდებაა, ეს არაა ახალი ბრალდება, ესაა სასამართლოს განაჩენი, რომლის შემდეგ მათი პოლიტიკაში ყოფნის საკითხი ავტომატურად უნდა დადგეს, სანამ თავს არ გაიმართლებენ. ჯაფარიძის შემთხვევაში კი დეპუტატის მანდატის საკითხიც დადგება.

მათ შეუძლიათ, თუ წერეთლის ტვ არ აძლევს პირდაპირ ეთერს, ფეისბუკით პირდაპირი ეთერი გააკეთონ და გაგვიქარწყლონ ეს კითხვები. სიამოვნებით მოვისმენ. უბრალოდ, ბანკის კლიენტისგან ბანკის მმართველის ან სხვა თანამშრომლის მხრიდან ფულის უკან სესხება არ მოსულა. ფულიც თუ გაქრა, ეს ხომ ამძიმებს თემას“- წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner