logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ნატოსთვის მოსკოვის წინადადებები მიუღებელია და არც განიხილება, რადგან დოკუმენტი წითელ ხაზებს შეიცავს
- +

17 იანვარი. 2022. 12:41

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ერთიანი პოზიცია. ეს მიდგომა და პოზიცია არ შეცვლილა არც მოლაპარაკებამდე და არც რუსეთთან დიალოგის შემდეგ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სატელეფონო საუბრები, რომლებიც მქონდა პარტნიორებთან ბრიუსელში ჩამოსვლამდე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრების სულისკვეთებაც ასეთივე იქნება,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ჩემთვის მნიშვნელოვანია უაშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის საბჭოზე. ნატოსთვის მოსკოვის წინადადებები მიუღებელია და არც განიხილება, რადგან დოკუმენტი შეიცავს წითელ ხაზებს. წითელი ხაზების დარღვევა იწვევს საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის თავდაყირა დაყენებას და უსაფრთხოების გლობალური სისტემის ცვლილებას. ნატო იქნება მკაფიო და თანმიმდევრული საკუთარი პოზიციის დაცვაში. აქ ვართ ჩვენც, რადგან საუბარია საქართველოზე. დარწმუნებული ვარ რუსეთთან ნატოს დიალოგი გაგრძელდება და წყალგამყოფი იქნება 2022 წლის ნატოს მადრიდის სამიტი. მადრიდში უკვე ნატომ ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გასცეს რუსეთს და ალიანსი გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემას არ გადახედავს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner