ამირან სალუქვაძე: წამლებზე ფასების დაკლების პურველი ეტაპი დაიწყო. ველოდებით შემდეგ ეტაპებს
-
+
17 იანვარი. 2022. 14:03
ექსპერტი ამირან სალუქვაძე პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს.
„პრემიერი:
- დღეიდან თურქეთიდან წამლების იმპორტი გაიხსნა. საპირისპირო არგუმენტები ვერ მოვისმინე. იმედია მალე იმოქმედებს წამლების ფასებზე.
- დასრულდა ფარმაცევტული ბაზრის კვლევა. რეკომენდაციები დაეგზავნა მთავრობას და პარლამენტს.
- გაგრძელდება წამლების ფასზე და ხარისხზე კონტროლი.
- 2021 წელს 62 ქვეყანაში 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც დამოუკიდებლობის ისტორიაში მაქსიმუმია, ხოლო 2012 წელთან შედარებით 360%-თ მეტია.
- შეიქმნება ორი ფინანსური ცენტრი, ერთი თბილისის ზღვასთან, მეორე აჭარაში. ერთ კვირაში ჩამოვა როტშილდტთა ფინანსური ჯგუფის დელეგაცია. ცენტრების ამოქმედება ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას.
-----------------------
წამლებზე ფასების დაკლების პურველი ეტაპი დაიწყო. ველოდებით შემდეგ ეტაპებს“- წერს ამირან სალუქვაძე/