logo_geo
eng_logo
საფრანგეთში აცხადებენ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს „როლან გაროსში“ მონაწილეობა შეიძლება აეკრძალოს
- +

17 იანვარი. 2022. 14:04

 

 

საფრანგეთის პარლამენტში მმართველი პარტიის („წინ რესპუბლიკა“) ჯგუფის ხელმძღვანელმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს „როლან გაროსში“ მონაწილეობა შეიძლება აეკრძალოს.

 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის (FFT) პრეზიდენტი, ჟილ მორეტონი განიხილავს შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს პარიზში არავაქცინირებული მოთამაშეების ჩასვლას.

 

„ჯოკოვიჩს არ ექნება თამაშის უფლება, თუ ის პატივს არ სცემს წესებს, რომელიც ყველაზე გავრცელდება. წესები ყველას ეხება“, - აღნიშნა კრისტოფ კასტანერმა.

 

16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner