logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე სასამართლოზე: ამ პროცესს, პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხელმძღვანელობს, მიზანი - სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნდობის შემცირებაა
- +

17 იანვარი. 2022. 14:30

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას ოპოზიციიდანაც განაგრძობს, ზოგიერთი მოსამართლის საშუალებით სისტემის მაქსიმალურად პოლიტიზება ხდება, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას ზიანს აყენებს,“ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც საუბარია სასამართლოს შიგნით მორიგი „ტალღის“ მზადებაზე.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას ოპოზიციიდანაც განაგრძობს, ზოგიერთი მოსამართლის საშუალებით სისტემის მაქსიმალურად პოლიტიზება ხდება, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას ზიანს აყენებს. სამწუხაროა, რომ ამ პროცესს პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხელმძღვანელობს, ჩართულები არიან პოლიტიკოსები, მოსამართლეები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ,,კრიტიკული მედია“ და ა.შ. ამ სქემის ნაწილია „შავი სიების“ შედგენა, მოსამართლეებზე, პროკურორებზე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების ბულინგი და მუქარა, რისი მიზანიც სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნდობის შემცირებაა“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე და ზურაბ ქადაგიძის ვრცელ წერილს აზიარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner