logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვიანიძე: მიგვაჩნია, რომ დღეს ძვირადღირებული წამლის ჭარბი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტებია გარკვეულ იმპორტიორებსა და რეცეპტის გამომწერებს შორის
- +

17 იანვარი. 2022. 14:31

 

 

„მიგვაჩნია, რომ დღეს ძვირადღირებული წამლის ჭარბი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი არის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები გარკვეულ მცირე იმპორტიორებსა და რეცეპტისა და დანიშნულების გამომწერ პირებს შორის,“ - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეალურად, სწორედ ეს აძვირებს ბაზარს.

 

მისივე თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის მიზანი მოსახლეობისთვის შედარებით იაფფასიან და ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომას გაზრდის.

 

„საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვაობები, რაც ფიქსირდება თურქულ და ქართულ ბაზარზე ერთი და იგივე მედიკამენტს შორის. ამას თავისი ახსნა და არგუმენტაცია აქვს“, - აცხადებს ლექვიანიძე.

 

ამასთან, ლექვიანიძე აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს მთავარი რეკომენდაციები უკავშირდება რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკის ცვლილებას

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად დაწევს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner