logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ყოველნაირად ცდილობენ ააფეთქონ სასამართლო სისტემა და ამით გამოიწვიონ სისტემური კრიზისი! მათ ყველას ერთიანად სძულთ საქართველო, მისი მოსახლეობა და მზად არიან მათი ნევრასთენიკი ფიურერისათვის გასწირონ ყველა და ყველაფერი
- +

17 იანვარი. 2022. 15:08

 

 

„იგრძნეს თუ არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი გზის განვითარება, მიშას მიერ შექმნილმა მორჩილმა უსამართლო-სასამართლოს-მოსამართლეებმა ისევ მოინდომეს მიშა-ბაჩო-მეგისასეულ სივრცეში დაბრუნება, მათ მიერ ერთხელ უკვე ნაცადი 1930-იანი წლების სამართლებრივი მეთოდებით!“- ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ზურაბ ქადაგიძის პოსტს, რომლიდანაც ირკვევა თუ როგორ იგეგმება სასამართლოში ახალი პროვოკაციები.

 

„S O S! S O S! S O S! ხომ ხედავთ რა დაფარული ნაღმებს ფლობენ ეს მაოხრებელი მკვდრები! ყოველნაირად ცდილობენ ააფეთქონ სასამართლო სისტემა და ამით გამოიწვიონ სისტემური კრიზისი! ამიტომაც სავსებით სწორია გამონათქვამი : "ყოფილი ნაცი, რომელსაც სძულდა ქვეყანა არ არსებობს"! მათ ყველას ერთიანად სძულთ საქართველო, მისი მოსახლეობა და მზად არიან მათი ნევრასთენიკი ფიურერისათვის გასწირონ ყველა და ყველაფერი! ამის დასტურია ის, თუ როგორ მაქინაციების მიმართავენ ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის მიერ მართული ის მოსამართლეები, რომლებიც არაკომპეტენტურად ცნო არ აირჩია პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში! მიშას, ბაჩოს და მეგისას სისტემის მოტრფიალე მოსამართლენი ცდილობენ ციხიდან ადვოკატების მიერ გამოტანილი 5 იანვრის ფიურერის ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ და შეადგინონ ე.წ. "შავი სიები" ანუ ძველი რომაული წედით "პროსკრიფციები", რომლებიც შემდეგ სისრულეში უნდა მოიყვანონ კოლეგების მიმართ სააკაშვილის "შავრაზმელემა" მოსამართლე-არასამთავრობოებმა! რომლებიც ადამიანებს საქართველოში ერთხელ უკვე ეჟოვ-იაგოდას "ტროიკების" გზის გამგრძელებლებად მოევლინენ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, რომლის შეწყვეტაც მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს! ამიტომაც იგრძნეს თუ არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი გზის განვითარება, მიშას მიერ შექმნილმა მორჩილმა უსამართლო-სასამართლოს-მოსამართლეებმა ისევ მოინდომეს მიშა-ბაჩო-მეგისასეულ სივრცეში დაბრუნება, მათ მიერ ერთხელ უკვე ნაცადი 1930-იანი წლების სამართლებრივი მეთოდებით! როგორც ჩანს ამ სუბიექტებს არ დავიწყებიათ და არ განელებიათ სააკაშვილის ავტოკრატიულ- რეპრესიული სისტემის ტკბილი მოგონებები და ამჟამად სურთ შანტაჟის გზით მისი რეინკარნაცია ! მაგრამ ეტყობა არ იციან და არც გაუგიათ, რომ "რაც გინახავთ , ვეღარასოდეს ვეღარ ნახავთ"! ეს არ მოხდება!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner