logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია სუფსიდირებაზე: კარგია, რომ სახელმწიფო თვალს უსწორებს პრობლემას – უნდა გაძლიერდეს ისეთი ქმედებები, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული
- +

17 იანვარი. 2022. 16:21

“ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ადამიანების რაოდენობა ვისაც მსგავსი დახმარებები სჭირდება ბევრია. მეორე მხრივ, კარგია რომ სახელმწიფო თვალს უსწორებს ასეთ პრობლემას”,- ასე შეაფასა “კვირასთან” საუბარში ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც დაახლოებით მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს.

 

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში უნდა გაძლიერდეს ისეთი ქმედებები, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

 

“ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ადამიანების რაოდენობა ვისაც მსგავსი დახმარებები სჭირდება ბევრია. მეორე მხრივ, კარგია რომ სახელმწიფო თვალს უსწორებს ასეთ პრობლემას და არ ცდილობს თვალი დახუჭოს პრობლემაზე, არამედ ცდილობს დახმარების ხელი გაუწოდოს მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს და შედის ისეთი გარემო პირობების შექმნა, სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები არ იარსებებენ. ზოგადად, ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და ამასთან მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ პარალელურ რეჟიმში გაძლიერდეს ისეთი ქმედებები, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. საუბარია სამუშაო ადგილების შექმნაზე, ბიზნესის კეთების შესაძლებლობაზე და ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობაზე.

 

კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს პანდემიური პროცესიდან გამომდინარე არსებული პრობლემების – დასაქმების თუ სახელფასოს კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება. პოსტპანდემიურ პერიოდს უნდა შევხვდეთ მზად, რადგან ეკონომიკის გამოწვევები კიდევ სხვანაირი იქნება. ამისთვის მთავრობა უნდა მოემზადოს და ხალხიც მოამზადოს, მათ შორის სოციალურად დაუცველები, რადგან შეიძლება მათთვის ახალი რისკების მომტანი იყოს პოსტპანდემიური პერიოდი. ყველაფერს შესაბამისი მომზადება სჭირდება”,- განაცხადა ჭარაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner