„ბიძინა ივანიშვილმა გადატრიალება მოახდინა და საქართველო ამ ჭირისაგან, რასაც „ნაცმოძრაობა ეწოდება, გაათავისუფლა...
ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ირაკლი ღარიბაშვილს...პრემიერისთვის მთავარია მამული, ოჯახის სიყვარული, სამშობლოს ერთგულება...
ასევე დიდ პატივს ვცემ თეა წულუკიანს, რომელმაც გახარიას პირდაპირ უთხრა, ჩვენ ახალგაზრდები ქართველებად უნდა გავზარდოთო. რასაც წულუკიანი დღევანდელი კულტურისთვის აკეთებს, აფერუმ მის ვაჟკაცობას. პატივს ვცემ ირაკლი კობახიძესაც, რადგან იგი პრინციპული ადამიანია"- აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.