ბათუმის ბულვარში გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, სასეირნო ბილიკები და ველობილიკი თოვლის საფარისაგან გაიწმინდა. ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
„ სალიკვიდაციო სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. თითქმის 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს ჩვენი სამსახური მუშაობას და მობილიზებულია ყველა თანამშრომელი. ძველ ბულვარში ბილიკების გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დავასრულეთ და მინდა აღვნიშნო, რომ უხვ ნალექს ბაღის მცენარეული საფარისთვის საფრთხე არ შეუქმნია “- განაცხადა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო ლაზიშვილმა.