logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხო მედიკამენტს არ ნიშნავს
- +

17 იანვარი. 2022. 18:01

 

 

„ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე მედიკამენტის ხარისხის სტანდარტის შემოღება, როგორც იმპორტის ასევე ადგილობრივი წარმოების დონეზე,“ - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, ამის აღსრულების მექანიზმი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს. სააგენტომ მთავრობაში, პარლამენტსა და სხვა უწყებებში წარადგინა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი. ამ მიზნით მათი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ქვეყანაში ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტის დანერგვა.

 

„ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით ქვეყანაში უნდა არსებობდეს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტი, რითაც ერთი და იგივე დანიშნულებისა და ფასებით განსხვავებულ მედიკამენტებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე მედიკამენტის ხარისხის სტანდარტის შემოღება, როგორც იმპორტის ასევე ადგილობრივი წარმოების დონეზე. ამის შესაბამისი ინსტრუქციები და აღსრულების მექანიზმები არსებობს და ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა საქართველოს ბაზარზე იყოს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი და იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხო მედიკამენტს არ ნიშნავდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად დაწევს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner