„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში მასშტაბური ავარიის შესახებ სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა“ - ექსპერტი ამირან სალუქვაძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, თითქოს მასშტაბური ავარია ქუთაისი-ბათუმის ავტობანზე მოხდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ამის დასტურად ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელ Tik-tok-ზე გავრცელებულ ვიდეოს აქვეყნებს.
„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო მასშტაბური ავარიის შესახებ საქართველოში, სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა. იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა. რუსი მძღოლის არალიტერატურული ლექსიკისთვის უკაცრავად“, - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუკის გვერდზე.