logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში მასშტაბური ავარიის შესახებ სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა
- +

17 იანვარი. 2022. 18:06

 

 

„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში მასშტაბური ავარიის შესახებ სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა“ - ექსპერტი ამირან სალუქვაძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, თითქოს მასშტაბური ავარია ქუთაისი-ბათუმის ავტობანზე მოხდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ამის დასტურად ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელ Tik-tok-ზე გავრცელებულ ვიდეოს აქვეყნებს.

 

„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო მასშტაბური ავარიის შესახებ საქართველოში, სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა. იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა. რუსი მძღოლის არალიტერატურული ლექსიკისთვის უკაცრავად“, - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუკის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner