logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

17 იანვარი. 2022. 18:07

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დიდთოვლობასთან დაკავშირებული საკითხები და ღონისძიებები, რაც შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად უნდა გატარდეს. ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სრულად მიეწოდება ელექტრო ენერგია. პრობლემა არ შექმნილა ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც.

გარდა დიდთოვლობასთან დაკავშირებული საკითხებისა, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული, სოციალური და ტურისტული მიმართულებით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner