logo_geo
eng_logo
ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
- +

17 იანვარი. 2022. 18:08

 

 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, ყოფილი მეუღლე, მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა გ.ბ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner