„კი ვიცით რა მუცლის გვრემაც აწუხებთ „ლიტერატურაზე შეყვარებულ“ უწიგნურებს და ეს გვრემა კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, როცა კულტურის სამინისტრო მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი საგანძურების აღრიცხვას და შესწავლას დაიწყებს“, - ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნთან დაკავშირებით, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი, კულტურის სამინისტრომ გააკეთა აბსოლუტურად სწორი, ღირსეული განცხადება და ატყდა ნაცურ-ლიბერასტული ჟრიამული - თურმე როგორ გაბედა თეა წულუკიანმა და საკითხის შესწავლა დაიწყო.
„გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ გააკეთა აბსოლუტურად სწორი, ღირსეული განცხადება და ატყდა ნაცურ-ლიბერასტული ჟრიამული - თურმე როგორ გაბედა თეა წულუკიანმა და საკითხის შესწავლა დაიწყო. ეგ კი არა და თვით დიიიადი რომანა გოცირიძეც აღშფოთდა, რომელსაც ანა კალანდაძის ლექსების კრებული კი ექნება სახლში, მაგრამ გადაუფურცლავი, ხოლო დარიანი სავარაუდოდ პირველად გაიგო.
კი ვიცით რა მუცლის გვრემაც აწუხებთ „ლიტერატურაზე შეყვარებულ“ უწიგნურებს და ეს გვრემა კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, როცა კულტურის სამინისტრო მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი საგანძურების აღრიცხვას და შესწავლას დაიწყებს და თუ კულტურის სფეროს დაქვემდებარებულ ისტორიულ შენობებში გახსნილი რესტორნების თემამაც წამოიწია, მხოლოდ პოეტური კაეშანი დარჩებათ განსაქარვებლად. არ გამომივიდნენ პოეზიის დამცველებად ეს მართლა უწიგნურები“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.