logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ადვოკატებად სახე შეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, პროდასავლურობასა და დემოკრატიაზე, რომ გაჰკივიან, რეალურად ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად
- +

17 იანვარი. 2022. 19:54

 

„კარგად დავფიქრდეთ, ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არაა აქვს მათთვის“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

„ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შემდგომში უფლება დამცველებად და ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, მანამდე კი ნაც-რადიკალების აქციებზე აქტიურად გამომსვლელები - აი, ესენი არიან, სწორედ ისინი ერთი მხრივ პრო დასავლურობაზე და დემოკრატიაზე, რომ გაჰკივიან მუდმივად, რეალურად კი ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად, და იქნებ და რამენაირად ქაოსის და არეულობის მოსაწყობად. კარგად დავფიქრდეთ ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არაა აქვს მათთვის. ოღონდ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ვერასოდეს, რომ ხალხს არც სჯერა მათი და არც უყვართ, მიზეზი კი მარტივია, ყველა ხვდება ვის წისქვილზე ასხამენ წყალს!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner