logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ ხდება ყველა უბედურება იქ, სადაც ნაცები და მათი საცეცებია ჩარეული? ადამიანის გარდაცვალებიდან წუთებში რატომ დაიწყეს ამ ტრაგედიით სარგებლობა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა?
- +

17 იანვარი. 2022. 20:40

 

„ყურადღებით ვუსმინე ტელეკომპანია „იმედზე“ ამბის გაშუქებას, რომელიც ეხებოდა დევნილთა საცხოვრებელში გარდაცვლილ ადამიანს და ამ უდიდეს ტრაგედიას. აღნიშნული თემის გაშუქების დროს სატელეფონო კომენტარს აკეთებს პარტია „დროას“ წარმომადგენელი, რომელიც ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე მან პირადად ნახა ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელიც იყო გაღიზიანებული და ჰქონდა განსაკუთრებული ემოციური ფონი”, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სანატორიუმ ,,ქართლში” მომხდარ უბედურ შემთხვევას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, პარტია ,,დროას” წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მან პირადად ნახა ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელსაც მაღალი ემოციური ფონი ჰქონდა. ექსპერტისთვის გაუგებარია, „რატომ ხდება ყველა უბედურება იქ, სადაც ნაცები და მათი საცეცებია ჩარეული?“

 

„ყურადღებით ვუსმინე ტელეკომპანია „იმედზე“ ამბის გაშუქებას, რომელიც ეხებოდა დევნილთა საცხოვრებელში გარდაცვლილ ადამიანს და ამ უდიდეს ტრაგედიას. აღნიშნული თემის გაშუქების დროს სატელეფონო კომენტარს აკეთებს პარტია „დროას“ წარმომადგენელი, რომელიც ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე მან პირადად ნახა ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელიც იყო გაღიზიანებული და ჰქონდა განსაკუთრებული ემოციური ფონი. ზოგადად, იქ მცხოვრები დევნილებისგან ვიცი, რომ ისინი ყოველთვის წინააღმდეგნი არიან მათი პრობლემების მოგვარებაში „მედიაცია იკისროს“ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ და განსაკუთრებით, პარტიული ტელევიზიების მიერ ამბის პოლიტიკურად გაშუქება არის მათთვის უაღრესად მიუღებელი. არადა რეალურად, ჩვენ ქვეყანაში, მით უმეტეს დევნილებში თუ რაიმე სახის პროტესტი იქნება, გამორიცხულია, რომ ამ თემას „არ დააჯდნენ“ ნაცები და მათთან აფილირებული პარტიები, გამორიცხულია, რომ მათ არ ჰქონდეთ მცდელობა, სხვისი პრობლემებით „ხელი მოითბონ“. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ასე მოხდა - წინააღმდეგ შემთხვევაში ვინმემ ამიხსნას, რა უნდოდა იქ ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელს, რატომ ჰქონდა საერთოდ მას შეხება გარდაცვლილ ადამიანთან, რატომ „აძალებდნენ დახმარებას“ ამ ხალხს, როდესაც ყველამ ზუსტად იცის, რომ დევნილები მათ პრობლემებს არასოდეს აპოლიტიკურებენ? ვინმემ მიპასუხეთ, რატომ ხდება ყველა უბედურება იქ, სადაც ნაცები და მათი საცეცებია ჩარეული? ადამიანის გარდაცვალებიდან წუთებში რატომ დაიწყეს ამ ტრაგედიით სარგებლობა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა? პირადად ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ისიც ზუსტად ვიცი, რომ გარდაცვლილი ადამიანი ძალიან გაღიზიანებული იყო ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოჩენით და ეს ბევრმა დაადასტურა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამ თემაზე ღიად საუბარს ყველა ერიდება. ჩემ ვერსიას დავიტოვებ ჩემთვის, მაგრამ ამ კითხვებს რომ პასუხი სჭირდება, ალბათ ყველა დამეთანხმება”, - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner