კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქსტეფან ბანსელმა ცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.
Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აღნიშნული თარიღი საუკეთესო სცენარის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომბინირებული ვაქცინა მომავალ წელს შეიძლება გაჩნდეს.
„ჩვენი მიზანია, ერთი წლიური გამაძლიერებელი დოზა გვქონდეს, რათა არ გვქონდეს შესაბამისობის პრობლემები, როდესაც ადამიანებს არ სურთ ზამთარში ორი-სამი დოზის მიღება“, - აღნიშნა სტეფან ბანსელმა.