logo_geo
eng_logo
„მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ხატია ქვათაძე დაინიშნა
- +

3 აგვისტო. 2016. 17:13


შპს „სტუდია მაესტროში" ცვლილებებია. არხის გენერალურ პროდიუსერად საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, „მთავარი კონტაქტის" წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. საინფორმაციო სამსახურს კი ხატია ქვათაძე უხელმძღვანელებს. ქვათაძე 9 აგვისტოდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ღამის კონტაქტს" წაიყვანს.


აღნიშნულ გადაცემაში პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება მიეცემათ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკუთარ გეგმებზე ისაუბრონ. ამ ეტაპზე, „მაესტროში" სტუდია მზადდება და წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


არსებული ინფორმციით, სექტემბრისთვის ტელეკომპანიის ბადე განახლდება და „მაესტრო"ეთერში ახალი გადაცემებით გავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner