„მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 150 000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი აქვთ.
„აბონენტები, რომლებსაც დაუსუბსიდირდებათ აღნიშნული ტარიფის ნაზარდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი ასე ვთქვათ ტარიფიდან, 3.5 თეთრი დასუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.