გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ დედის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შვილმა ტირის თოფიდან იმ დროს გაისროლა, როცა მას წმენდდა. ქალს ტყვია თავის არეში მოხვდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.