logo_geo
eng_logo
ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს
- +

17 იანვარი. 2022. 23:16

 

ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ჟოზეფ ბორელმა ასევე დაგმო რუსულ სახელმწიფო მედიაში ნავალნისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია, ისევე როგორც ნავალნის ქსელის წევრების დევნა.

 

2021 წლის 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცველებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner