საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე უფლება, გახდეს იმ ბლოკის წევრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ის კონკრეტული ამოცანები და გეგმები, რომლებიც დასახულია ნატოსთან, პარტნიორებთან ერთად.
„ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე საქართველოს უფლება, გახდეს იმ ნებისმიერი ბლოკის წევრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, არ არის ის საკითხები, რომლებიც რამე სახით შეიძლება განხილვის საგანი იყოს. მნიშვნელოვანია, ის კონკრეტული ამოცანები და გეგმები, რომლებიც დასახულია ნატოსთან, პარტნიორებთან ერთად, რომელთა მთავარი კონტექსტიც არის სწორედ ის, თუ უახლოეს მომავალში, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორი იქნება საქართველო ნატოს თანამშრომლობა და ის ნაბიჯები, რომლებმაც უნდა დაახლოოს საქართველო თავის საბოლოო მიზანთან, გახდეს ევროპული და ევროატლნტიკური სივრცის ნაწილი“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.