logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე
- +

18 იანვარი. 2022. 00:04

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები:

 

დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;

 

ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;

 

რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;

 

მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.

 

მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე“, - წერს ირაკლი კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner