ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ტვ პირველის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს:
„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო მასშტაბური ავარიის შესახებ საქართველოში, სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა. თანაც, დამაჯერებლად წერენ, არიან დაშავებულებიო. სად ნახეს დაშავებულები?
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა.
რუსი მძღოლის არალიტერატურული ლექსიკისთვის უკაცრავად“, - წერს ამირან სალუქვაძე.