ლაგოდეხში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა.
თვიმხილველების ინფორმაციით, „რენაულტის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად „რენაულტის“ მანქანის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.