logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის
- +

18 იანვარი. 2022. 02:44

 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

 

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარება გერმანიის მთავრობას აშფოთებს.

 

„არ შეიძლება რუსული ჯარების გადაადგილების არგათვალისწინება. ეს მასშტაბური გადაადგილებაა და უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

 

„გერმანიის მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გაკეთდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენების ისეთი განვითარება, რის გამოც, საბოლოო ჯამში ყველა დაზარალდება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner