ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებს თოვლის საფარისგან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წმენდდა.
მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა უკვე გაწმენდილია. ამ დრომდე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები 6 სოფელში.
დიდთოვლობის მიუხედავად იქ მცხოვრებ მოსახლეობას დენის , გაზის და წყლის პრობლემა ამჟამად არ აქვს .