logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: აშკარად იკვეთება სააკაშვილთან პირადი ურთიერთობები
- +

3 აგვისტო. 2016. 17:28


"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ რჩება.


ბოჟაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა ათი წლის წინ პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტდა, რაც დღესაც სახეზეა. 


საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, რომელიც ჯერ კიდევ ათი წლის წინ იქნა შერჩეული, მაშინ პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტდა

 

ბუნებრივია, იმ რეჟიმში ვერავინ მოხდებოდა სასამართლოში და მით უმეტეს, ასეთი მაღალი მნიშვნელობის და ფუნქციის მატარებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ისე რომ არ ჰქონოდა რაიმე კავშირი "ნაციონალურ მოძრაობათან".

 

პაპუაშვილისგან აშკარად იკვეთება არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი ურთიერთობები მიხეილ სააკაშვილთან. ბუნებრივია, ეს ადამიანები თავიდანვე ამ ნიშნით იყვნენ შერჩეულები", - განაცხადა ბოჟაძემ


მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ხელისუფლებაში, ის მაინც ახერხებს და განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის დღის წესრიგს, რა ვადებში განიხილონ და რა გადაწყვეტილება მიიღონ. 


ლადო ბოჟაძე იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გავლენისგან გათავისუფლდეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner