ირაკლი ლატარია პეტრო პოროშენკოზე: ამ კაცს ემუქრება მინიმუმ 11 წელი ციხე და კაცურად ჩავიდა, მიადგა საზღვარს და შევიდა
-
+
18 იანვარი. 2022. 12:32
„მიადგა საზღვარს და შევიდა... ჩვენი კურდღელი კი, არაჟნებში დაიმალა და ისე შემოიპარა”, - ექსპერტი ირაკლი ლატარია უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს უკრაინაში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ლატარია წერს, სააკაშვილისგან განსხვავებით პოროშენკო ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში მიუხედავად იმისა, რომ 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„ამ კაცს ემუქრება მინიმუმ 11 წელი ციხე და კაცურად ჩავიდა. მიადგა საზღვარს და შევიდა... ჩვენი კურდღელი კი, არაჟნებში დაიმალა და ისე შემოიპარა. ამაშიც რომ ქართული ვაჟკაცობა გააქრო ამ მშიშარა არაკაცმა!!!” - წერს ლატარია Facebook-ზე.