logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, უმჯობესია, რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ
- +

3 აგვისტო. 2016. 17:29


„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, უმჯობესია, რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ",- ამ სიტყვებით აფასებს  "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.


მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმეების მოკლე ვადაში განხილვა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების აშკარა გატარებაა.

 

„როდესაც მეორე დღესვე განმწესრიგებელი სხდომები ისე ინიშნება, რომ სხვა მოსამართლე საქმის კურსში არ არის და მასალებს არ იცნობს, ეს პირდაპირი შეკვეთაა. ამის ქვეტექსტი შეიძლება იყოს პირადი სიმპათიები, ზეგავლენა. ჯობს, რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც დანარჩენი 5 მოსამართლის პრეტენზიებსა და კითხვებს გაუგებარ პასუხებს სცემენ. ყველაზე საგანგაშო ფაქტი, რაც ამ ბოლო დღეებში გაჟღერდა - როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების ჩაწყობა და კონკრეტული საქმის ავტორების ინტერესების ლობირება ხდება. როდესაც სარჩელი პარასკევს შედის, ატანენ უკან, ეუბნებიან დაამატე მოთხოვნები, რადგან არ იქნება კარგი სარჩელიო და მეორე დღეს დაზუსტებული, მუხლდამატებული სარჩელი შედის, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

 

ეს ხდება 2016 წელს, 21-ე საუკუნეში. საუბარი მაქვს კაბელების საქმეზე, რომელსაც საბოლოოდ, გიგი უგულავას საქმე გაუერთიანდა და სადაც აშკარად, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები იკვეთება",- აღნიშნა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძის თქმით, ყველა პასუხისმგებლობის მქონე იურისტმა უნდა გაითავისოს, რომ არ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც სასამართლო სისტემას ზიანს მიაყენებს.


„პაპუაშვილის განცხადებებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ამ უწყების იმიჯი, თუმცა ვიდრე მან ეს განცხადებები არ გააკეთა, თქვენ ნახეთ, რომ წინა შემთხვევებში, მას არავინ გამოხმაურებია, რათა სასამართლოს იმიჯი არ დაზიანებულიყო",- განაცხადა მდინარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner