ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს 5 ათასი ლრის ოდენობით ითხოვდა. პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.
სასტიკი მკვლელობა ლაგოდეხის ერთ-ერთ კორპუსში 2022 წლის 15 იანვარს მოხდა.