logo_geo
eng_logo
2017 წლის მაისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დასრულდება
- +

3 აგვისტო. 2016. 17:30


თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.


7-კაციანი შემადგენლობა თბილისს 2-დან 10 აგვისტომდე სტუმრობს და ახალ მეტროსადგურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობა.


ახალი პროექტი სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და ღირებულება 83,000,670.45 ლარია.


მეტროს მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.


პროექტის ფარგლებში, შენდება მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, კეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია უტარდება არსებულ გვირაბებს. "დელისისა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც.


 დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner