logo_geo
eng_logo
რობერტა მეტსოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს
- +

18 იანვარი. 2022. 15:42

 

 

ევროპარლამენტში მალტის წარმომადგენელი, რობერტა მეტსოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

 

რობერტა მეტსოლას კანდიდატურას მხარი 458-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა. რობერტა მეტსოლა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციას წარმოადგენს. ის 2013 წლიდან ევროპარლამენტის წევრია.

 

11 იანვარს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის გასული წლის ბოლოს, იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო გადაიყვანეს. დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. მას უფლებამოსილება მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner