logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ერთი ფასი აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ არა - დესტრუქციის მეტი არაფერი შეუძლიათ
- +

18 იანვარი. 2022. 17:54

 

 

„ერთი ფასი აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ არა - დესტრუქციის მეტი მათ არაფერი შეუძლიათ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრჯერ დაარღვია თავისის სიტყვა - ხან ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევალთო, მერე ვაიძულეთ შემოსულიყვნენ, ნახეს რომ იქ ვერაფერს აკეთებდნენ. ტრიბუნაზე აჭრისა და ხმაურის მეტი მათ არაფერი გამოსდიოდათ. მხოლოდ ხელფასს იღებდნენ. შემდეგ გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმში, ახლა ისევ ამბობენ რომ შემოდიან. ერთი ფასი აქვს, ისინი პარლამენტში იქნებიან თუ არა, რადგან დესტრუქციის მეტი მათ არაფერი შეუძლიათ. არცერთი რაციონალური წინადადება, არცერთი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული წინადადება მათგან არ წამოსულა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ ტყუილებით საზოგადოების გაჯერება და მუდმივი დესტრუქციაა, თუმცა იქაც არაფერი გამოსდით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობის განახლებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე გეგმავს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დარღვეული უფლებების უნდა შეისწავლოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner