-
+
18 იანვარი. 2022. 18:10
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ახალ თანამდებობაზე საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
„ვულოცავ რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას და ვუსურვებ წარმატებას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის ხელმძღვანელობაში. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავების გასაგრძელებლად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.