logo_geo
eng_logo
შვედეთში ჩასულ პირებს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოსთხოვენ
- +

18 იანვარი. 2022. 19:39

 

 

21 იანვრიდან შვედეთში ჩასულ პირებს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოსთხოვენ. შესაბამისი ინფორმაცია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გასული წლის 28 დეკემბრიდან შვედეთში ჩასულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც აცრილებს, ისე აუცრელებს, ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარედგინათ. ეს წესი შვედეთმა ევროპის ქვეყნებში „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ მიიღო, თუმცა ახლა კორონავირუსის ეს შტამი დომინანტური გახდა შვედეთშიც.

 

„შვედეთის ჯანდაცვის სააგენტო აღარ მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ გავრცელებს კონტექსტში მოგზაურები განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენენ, ამიტომ 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მოთხოვნა აღარ ითვლება პროპორციულ ზომად“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

 

შესაბამისად, პარასკევიდან ქვეყანაში კვლავ გასული წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი მოგზაურობის წესები იმოქმედებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner