logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება
- +

18 იანვარი. 2022. 19:40

 

 

„როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი და ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება“, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

 

„ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ შესაძლოა, წინ წამოიწიონ ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციით მუშაობას გააგრძელებს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას, ამას ვერ ვხედავ, რადგან მათ ცალკეულ ლიდერებს ამის სურვილი და იდეები რომც ჰქონდეთ, გაუწბილდებათ მაშინვე, როგორიც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner